Building House - მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები

25
მაი

Building House - მშენებლობის პროცესში დაშვებული შეცდომები

Building House - პროექტირება, მშენებლობა, რემონტი  - დაგვიკავშირდით  593 320802, 597 320802

რემონტის დროს დაშვებული შეცდომები შეიძლება იყოს დიდი ან თუნდაც პატარა, მაგრამ თითოეულ მათგანს ერთი რამ აერთიანებს: ეს შეცდომები ზომის და მასშტაბის მიუხედავად, არ უნდა ხდებოდეს. ამასთან დაკავშირებით კომპანია Building House-ის დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ.

პირველ რიგში, რამდენად ხშირად ვხვდებით სამშენებლო სფეროში არაკომპეტენტურობას და რამდენად მაღალია ამ მხრივ მომხმარებლის განათლებაც?

სიტუაცია, მართლაც, რომ მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოში სამშენებლო „ბუმია“

მშენებლობა რთული, გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია. ის შედგება რამოდენიმე კომპონენტისგან და თუ რომელიმე მათგანი შესრულებულია არაპროფესიონალურად, მთელი ციკლი შეიძლება დაინგრეს.

დღეს საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი ტიპის მშენებლობა, რომელიც იწყება ლანდშაფტური თემით. არქიტექტურა ეს არის სივრცის ორგანიზების ხელოვნება. რატომ მოგვწონს მაგალითად მცხეთი ჯვარი? იმიტომ, რომ ის, მსოფლიოს არქიტექტურაში ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, თუ როგორ აღიქვა მისმა მშენებელმა მთლიანად სივცე და ააშენა ისე, რომ ობიექტი და გარემო ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

ნებისმიერი მშენებლობა უნდა იყოს მხოლოდ ასეთი. ეს ერთი. მეორე საკითხია მშენებლობის ეკოლოგია. დღეს, როდესაც ჩვენი სამყარო ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას, ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ გადაჭრას და არა პირიქით, დავამძიმოთ სიტუაცია.

თუმცა ეს გლობალური საკითხებია. ძალიან კონკრეტულ პრობლემებს თუ შევეხებით, ეს არის სწორი დაგეგმარებითი ნახაზების არ არსებობა, ცუდად შედგენილი არქიტექტურული პროექტი და შესაბამისად, აქედან გამომდინარე სხვა „ჯაჭვური პრობლემები - არასწორი ხარჯთაღრიცხვა, რაც მშენებლობას პრობლემურს ხდის.

მასალების არცოდნა, დროის არასწორი განაწილება და კომპლექსურად მშენებლობები დამკვეთისთვის ჯოჯოხეთად იქცევა.

დამკვეთების ამ საკითხებში გაურკვევლობა კი იწვევს, ისეთი კომპანიების შერჩევას, რომ პრობლემები მხოლოდ იზრდება და არ მცირდება.

არადა საქმე მარტივია. ანდეთ საქმე პროფესიონალებ!

რას იტყვით გრძელვადიან საფასო აქციებზე, მიუთითებს თუ არა ეს მშენებლის ფინანსურ არასტაბილურობაზე.

წესით არ უნდა მიუთითებდეს. მშენებლობის ეტაპობრივად გადახდა მიღებული პრაქტიკაა, მსოფლიოში. ამით მშენებლები უმსუბუქებენ დამკვეთს ფინანსურ ტვირთს

Building House - პროექტირება, მშენებლობა, რემონტი  - დაგვიკავშირდით  593 320802, 597 320802

რამდენად ხშირად ეცნობა მომხმარებელი თავად პროექტს დეტალურად და რთული ხდება თუ არა მისთვის გარკვეული ნაწილების ახსნა?

იშვიათია ისეთი დამკვეთი, რომელიც ბოლომდე ერკვევა საქმის დეტალებში.  აქედან გამომდინარე, მისთის იმ კომპონენტების ახსნა, რომელიც მას არ ესმის საკმაოდ რთულია. მაგალითად, უმეტესობას პროექტი და დიზაინი ერთიდაიგივე გონია. არადა პროექტი არის არქიტექტურული ნახაზი. და ეკუთვნის საბაზისო ნაწილს. ხოლო დიზაინი, ვიზუალურ ესთეტიკური ნაწილია და მოპირკეთებას გულისხმობს. თავისთავად, პროექტი და დიზაინი ერთ მთლიანობას უნდა წარმოადგენდეს. არ შეიძლება მაგალითად მოდულურ არქიტექტურულ ობიექტზე ნეოკლასიცისტური ფრიზების გაკეთბა. კი, შესაძლებელია, მაგრამ არ გამოვა კარგი. თუმცა ვიფიქროთ რომ ნახაზი არ გვჭირდება და მხოლოდ დიზაინი კმარა ან, რად გვინდა დიზაინერის ჩართულობა თუ გვყავს არქიტეტქორი, ძალიან მცდარი და დამღუპველი მიდგომაა, რადგანაც საბოლოოდ დამკვეთს მიღებული შედეგი არ მოსწონს და ეძებს „დამნაშავეს“ აქ ან დიზაინერი ზარალდება, ან არქიტექტორი, მთლიანობაში ზარალში ყველა მხარეა. ეს კი ურტყავს ბიზნესს.

ხარჯთაღრიცხვის ნაწილთან დაკავშირებით რა პრობლემას აწყდებით ქართველი მშენებლები?

კვალიფიციურად შესრულებული პროექტი და მისი შემადგენელი ნაწილები, არის ხარჯთაღრიცხვის ზუსტად შედგენის წინაპირობა და აქედან გამომდინარე, მშენებლობის ხარისხიანად და დროულად შესრულების გარანტი.როდესაც არ გვაქვს სწორი პროექტი, ვერ გვექნება სწორი ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისად ჩვენ დროულად ვერ დავასრულებთ სამუშაოებს.

უნდა გვახსოვდეს, მშენებლობა ერთიანი და შეკრული ციკლია


Building House - პროექტირება, მშენებლობა, რემონტი  - დაგვიკავშირდით  593 320802, 597 320802