A.Kazbegi 2 / Gamsakhurdia 34
infobuildinghouse.gebuildinghouse.ge
+995 574 06 02 74

Blog

რემონტი

2018-04-19

ყველაზე გავრცელებული შეცდომები რემონტისას არის სამუშაოების პროცესის და თანმიმდევრობის დარღვევა. ეს  არა მარტო ხასიათს გაგიფუჭებთ, არამედ ბიუჯეტს და გუნება განწყობასაც გინადგურებთ.

ამიტომ, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ მოგაწოდოთ სამუშაოების ის ჩამონათვალი და თანმიმდევრობა, რომელიც რემონტს ჯოჯოხეთიდან სასიამოვნო პროცესად აქცევს:

შებათქაშება

იატაკის მოჭიმვა

გიფსოფილის მონტაჟი

შპაკლი


ამის შემდეგ ველოდებით მასალების სრულ გაშრობას. თუ ჩვენ არ დავიცავთ ამ თანმიმდევრობას, კედლები, ჭერი თუ იატაკი დასკდება. 

კედლების ღებვამდე ყველა მტვრიანი სამუშაო უნდა შეჩერდეს. 

დენის წერტილების მონტაჟი უნდა მოხდეს შპაკლის წინ, ხოლო თავად ჩასართველების მონტაჟი კედლების შეღებვის და შპალერის გაკვრის შემდეგ ხდება. 

სულ ბოლოს იგება იატაკი.

აბაზანა/ტუალეტი

კედლების დამუშავება

სველი წერტილების მონიშვნა

დენის წყაროების წერტილების მონიშვნა

იატაკის მოჭიმვა

ფილების გაკვრა (კედელი, იატაკი)

ჩასართველების მონტაჟი

სველი წერტილების გარნიტურის მონტაჟი

შეკიდული ჭერის მონტაჟი

აირჩიეთ ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალები. დააკვირდით ეტიკეტებს და წაიკითხეთ ანოტაციები. უმჯობესია დახარჯოთ მასალებზე მეტი, ვიდრე დაიხარჯოთ ჯანმრთელობის გამოსწორების პროცესში. 

და ბოლოს, ძალიან კარგია, თუ თქვენ გყავთ დიზაინერი, რომელიც ბინას საბოლოო სახეს შესძენს. თუ თქვენი ბიუჯეტი ამას ვერ ითვალისწინებს, მაშინ დასხედით და თავად წარმოიდგინეთ თუ როგორ გინდათ გამოიყურებოდეს ის სივრცე, რომელშიც უნდა იცხოვროთ. დაადგინეთ მიახლოებული სტილი, ავეჯის რაოდენობა და მისი ვიზუალი, მონიშნეთ ის დეტალები, რომლებიც თქვენთვის მისაღებია. ეს რემონტის დაწყებამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ!

Detail

პროექტირება - ინტერვიუ

2018-03-28

საქართველოში სამშენებლო ბუმია, თუმცა სულ უფრო ხშირად ვრწმუნდებით იმაში, რომ, ის რაც აშენდა და შენდება, გამართული პროექტებით არ გამოირჩევა. 

და მაინც რა არის შენობის პროექტი? რა კომპონენტებისგან შედგება ის და რატომ არის აუცილებელი მშენებლობის დაწყებამდე, სწორი და ზუსტი პროექტის არსებობა?

ამ კითხვებზე პასუხებს კომპანია Building Hous-ის დირექტორი, ბატონი ირაკლი ჯინჭარაძე გაგვცემს.


- ბატონო ირაკლი, რა იგულისხმება პროექტირებაში?


- პროექტირება არის მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო საწყისი და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ ეტაპზე სამუშაო რამოდენიმე მიმართულებით იშლება - დგება გენგეგმა, რომელიც შეიცავს ჰორიზონტალურ გეგმარებას, დაკვალვას და რელიეფის ორგანიზაციის გეგმას, ასევე, მიწის  რელიეფის ტოპოგრაფიას.

შემდეგ უკვე მუშავდება ტიხრების, კედლების, ღიობების დაკვალვა, ჭრილები, ნიშნულები, ფასადის გეგმა. ბოლოს სახურავის გეგმარება დგება, რომელიც, ნივნივების განლაგებას, სახურავის მზიდი ელემენტების განლაგებას, სახურავების ელემენტების სპეციფიკაციებს მოიცავს. პროექტში შედის ასევე ისეთი ელემენტები როგორიცაა სავენტილაციო არხები, კარ ფანჯრების განლაგების გეგმარება, იატაკების პაკეტების სპეციფიკაცია, გარე კედლებისა და ტიხრების ფართი, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების უწყისი, კიბის საფეხურების მოპირკეთების უწყისი, მოაჯირების სპეციფიკაცია, სახურავიდან წყლის გადაყვანა და სხვა დეტალები და კვანძები, სპეციფიკაციით. როგორც ხედავთ ურთულესი, სკურპულოზური და მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომლის გამოტოვება უბრალოდ არ შეიძლება!


- რა მნიშვნელობა აქვს პროექტირებას შემდგომი სამუშაოებისთის?


პროექტი მოიცავსასაშენებელიობიექტისვიზუალურიდაკონსტრუქციულიგადაწყვეტილებებისერთობლიობას.  ეს არის ერთვარი სამოქმედო რუქა. ამ ეტაპის სწორი გადაწყვეტა განაპირობებს მშენებლობის დროულ , ხარისხიან და ფუნქციონალურად გამართულ შესრულებას.


- რას ნიშნავს სწორი პროექტირება?


სწორ პროექტირებაში შედის გრუნტის გეოლოგიური კვლევა, რელიეფის შესწავლა, ფუნქციურად და ვიზუალურად გამართული (გარე და შიდა ექსტერიერი) არქიტექტურული გადაწყვეტა, შენობანაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტა,  შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და შესაბამისი განფასება (ხარჯთაღრიცხვა). თუ პროექტის ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რომელიმე აკლია, პროექტი არასრულყოფილია, შესაბამისად, შენობაც ვერ აშენდება სრულყოფილად.


- პროექტის გარეშე შესაძლებელია თუ არა სახლის მშენებლობა?

- მე გეტყვით, დიახ, რადგანაც დღეს, მთელი საქართველო ასე შენდება და ეს არის ამ ვიზუალური თუ ფუნქციონალური კატასტროფის მიზეზი. ჩვენ ჩვენივე ხელით მოვკალით ქართული არქიტექტურა!

ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტირების ეტაპების კვალიფიციური შესრულება განაპირობებს მშენებლობის დროულ და ხარისხიან შესრულებას.


- რა სირთულეებს აწყდებით თქვენ პროექტირებასთან დაკავშირებით?


პროექტირების თვითოეული ნაწილის არასრულფასოვანი შესრულებისას ხდება გარკვეულ სამუშაოთა რაოდენობის და სხვადასხვა ხარვეზების წარმოჩენა მშენებლობის პროეცესში. ეს იწვევს ბიუჯეტში გარღვევას და ცუდი ხარისხის მიღებას. 


- როგორ დგება პროექტის ფასი?


პროექტირების ფასი დგება თვითოეული ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების განფასებით საბაზრო ფასების გათვალისწინებით.


- რას ურჩევდით მათ, ვისაც სახლის აშენება სურს?


ვისაც სახლის აშენება სურს,პირველ რიგში,დაუკვეთოს კვალიფიციური პროექტი, რომ შემდგომში ის მიიღოს რასაც ელოდება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან დამკვეთებს უმაღლესი დონისა და კვალიფიკაციის პროექტირებას და მის განხორციელებას  ვპირდებით.


Detail

ფილა შპალერის ნაცვლად

2018-03-22


ჩვენ შეჩვეულები ფაქტს, რომ კერამიკული ფილა, მხოლოდ აბაზანაშია გამოსადეგი, არადა თანამედროვე, ელიტური ინტერიერების ტრენდი ფილის გამოყენებას შპალერის სანაცვლოდ გვთავაზობს.

შპალერი რაც არ უნდა გამძლე და ძვირადღირებული იყოს, გრძელვადიან პერსპექტივაში ფუჭდება, ხუნდება, ხოლო ხარისხიანი ფილა ძალიან დიდხანს ძლებს.

თუმცა ფილა, ისეთი, როგორსაც ჩვემ მას ვიცნობთ, საცხოვრებელი ოთახებისთის ცივი და არამყუდროა, თუმცა თანამედროვე დიზაინი და ტექნოლოგიები უკვე გვთავაზობენ ამ პრობლემის გადაწყვეტას.

დღეს ფილაზე სრულად შეიძლება ნაჭრის და ხის ფაქტურის იმიტაცია. თან ისე, რომ ვერავინ ვერ მიხვდება სინამდვილეში რასთან აქვს საქმე. ამასთანავე ნაჭრის ფაქტურის იმიტირებისას, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ტექსტურა, ფაქტურა, ორნამენტი.

ასე რომ, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ რომ უკვე არის ფილა, რომელიც შეცვლის შპალერს, იქნება უფრო გამძლე და იქ სადაც ცხელი კლიმატია გაცილებით უფრო მოსახერხებელი.

ამასთან ფრანგი და იტალიელი დიზაინერების ახალი კოლექციები ფუფუნების და ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. კედელში ასეთი ფილის თუნდაც რამოდენიმე ჩანარი თქვენს ინტერიერს ძალიან ძვირფას იერსახეს შესძენს.

მწარმოებლება შექმნეს ფილა რომელიც მეთვრამეტე საუკუნის ძვირფასი აბრეშუმის შპალერის სრულ რეპლიკანტს წარმოადგენს. აბა წარმოიდგინეთ რა ეფექტი ექნება ასეთ ფილას თქვენს სასტუმრო ოთახში?

 

Detail

უფანჯრო ოთახი

2018-03-13

ყველა ვთანხმდებით, რომ ოთახში ფანჯარა აუცილებელია. ის არა მარტო შუქის წყაროა, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი დეკორატიული ელემენტიც, რომელსაც სივრცის ორგანიზების ფუნქცია აქვს. მაგრამ რა ვქნათ თუ რომელიმე ოთახი უფანჯროდ გვრჩება? ამ შემთხვევაში არის რამოდენიმე ხერხი, რომელიც ამ პრობლემას მოხსნის.

უპირველესად, არ უნდა დაგვავიწყდეს ვენტილაცია, ვინაიდან უფანჯრო ოთახი ბუნებრივად ვერ განიავდება. ასეთ დროს ამ ოთახს უნდა ქონდეს სავინტილაციო არხი, ამწოვი, გამჭოლი, ეს უკვე თქვენს არჩვანზეა. ასევე შესაძლებელია ისეთი სისტემის დაყენება, რომელიც ვენტილაციასთან ერთად გამათბობელ და გამაგრილებელ ფუნქციასაც იტვირთავს. 

ახლა როგორ გავალამაზოთ უფანჯრო ინტერიერი?

დეკორატიული მოძრავი ტიხარი.

პატარა ბინის შემთხვევაში ეს ტიხარი, კარგი გამოსავალია. ასე თქვენ საძინებელ და სასტუმრო ზონებს გამოყოფთ, ხოლო თავად ტიხარი ლამაზ დეკორატიულ ელემენტად იქცევა. ტიხარი შეიძლება იყოს მსუბუქი ბამბუკის, ფერადი შუშის, მოზაიკური ჩანართების, მოხატული ნაჭრის და ასე შემდეგ. ეს თქვენს სურვილებზე და ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

მატყუარა სარკმელი

დიახ, კედელზე შეგიძლიათ სარკმლის ლამაზი ხის ჩარჩო დაკიდოთ, მის უკან კი შპალერზე დახატული პეიზაჟი განათავსოთ. ამ შემთხვევაში, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თუ რა ხედი გექნებათ ამ სარკმლიდა - იქნება ეს ოკეანე, პარიზი, დათოვლილი მტები თუ რამე კიბერპანკური ფუტურისტული ქალაქი. ასეთ ფანჯარას ფარდებიც დაამშვენებს და ხელოვნური განათების წყაროც.

სარკეები

ალბათ, ყველაზე გავრცელებული ხერხი, უფანჯრო ოთახის მორთვის, არის სარკე. ორი სარკე, რომელიც ერანეთის პირისპირ კიდია, თქვენს ოთახს ჯადოსნურ უსასრულობას შესძენს. 

დეკორატიული განათებული ნიშები

კედლებში ნიშები, რომლებიც ამონათებულია - კიდევ ერთი კარგი ხერხია მათთვის, ვისაც უფანჯრო ოთაახი ერგო. ასეთ ნიშებში დეორატიული სანთლების ძალიან ლამაზად ჟღერს, ასევე, შუშის დეკორატიული ელემენტებია გამოსადეგი.

ფანჯარა ჭერში

თუ თქვენ ბოლო სართულზე ხართ, იყავით თამამი და ფანჯარა ჭერში გაჭერით. ასე თქვენი სტუმარი ძალიან ხშირად შორეული გალაქტიკები იქნება. 

და ბოლოს გახსოვდეთ! უფანჯრო ოთახი აუცილებლად ღია ტონებში უნდა იყოს დეკორირებული.

Detail

როგორ გავზარდოთ სივრცე?

2018-02-19

პატარა ფართის ბინა რომ გავზარდოთ არ არის საჭირო მაგია და ახალი განზომილების აღმოჩენა. ამისთვის საკმარისია ჩვენს 7 რჩევას მიყვეთ და სულ მალე, თქვენი სახლი, პატარა ბინიდან კომფორტულ საცხოვრებლად იქცევა.

მაშ ასე:

1. გამოიყენეთ სარკეები. 

სარკე, სივრცის გაფართოების კლასიკური ინსტრუმენტია, თუმცა აქაც არსებობს პატარა საიდუმლოებები: ცადეთ სარკის ფანჯრის წინ განლაგება - მზის შუქი აირეკლება სარკეში და ოთახს ააელვარებს. ბონუსად მეორე ფანჯრის ილუზიას შექმნის. ან მოათავსეთ სარკე სანათის წინ და იგივე ეფექტს მიიღებთ. ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე სარკეები კი ფანტასტიურ, უსასრულო გარემოს შექმნის.

2. სწორად შეარჩიეთ ფარდები

ფარდები პირდაპირ ჭერიდან უნდა იწყებოდეს. ასე თქვენ მაღალი ჭერის ილუზიას შექმნით. ფარდები იატაკამდე უნდა იყოს, ხოლო ნაჭერი მსუბუქი და ჰაეროვანი. 

3. ავეჯი უნდა იყოს მრავალფუნქციური

სივცე მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული - საწოლის მაგივრად დადგით გასაშლელი ტახტი, რომელიც საწოლისა და ტახტის ფუნქციას შასრულებს. შეიძინეთ პუფი, ის დიდ ადგილს არ იკავებს და ადვილად გადაადგილდება. ამავდროულად სავარძლის ფუნქციას ითავსებს. დასაჯდომებს უნდა ქონდეს უჯრები, სადაც ნივთებს შეინახავთ. თუ ანტრესოლიანი ბინა გაქვთ, კიბის უჯრედის ქვეშ გააკეთეთ კარადა ან სათავსო. 

4. ავეჯი არ უნდა იყოს მასიური

ავეჯი ტრანსფორმერი - იდეალური გადაწყვეტაა! სკანდინავიული გაფორმების სტილი კი პატარა ბინებისთის საუკეთესოა! ავეჯი უმჯობესია ნატურალური ტექსტურის იყოს. 

5. მინიმალიზმი ფერებში

ფერები უნდა იყოს ნაზი და პასტელური, ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ გრადაცია ან ომბრე. მაგალითად საძინებლის კედლები ღია რუხი, გადასაფარებელი და ბალიშებუ მუქი რუხი. ომბრეს შემთხვევაში სიმუქე უნდა იწყებოდეს იატაკიდან და ჭერისკენ ნათდებოდეს. არავითარი გადატვირთული დეკორი. მინიმალიზმი ფერებში თქვენი ხსნაა. 

6. ზონირება

გაყავით ბინა ზონებათ, მაგრამ არ ამოშენოთ კედელი - სტუდიოში საჭმლის და სასტუმროს ზონა შეიძლება იყოს გაყოფილი თაროების სტელაჟით ან ბარის სადგომით. თუ საძინებელიც იქვეა, დაკიდეთ მსუბუქი და ლამაზი ფარდა. სასწავლო ზონა მაღალი მცენარით გამოყავით.

7. ანტრესოლი

თუ თქვენი ჭერი 2.5 მეტრზე მაღალია, თამამად გააკეთეთ მეორე დონე - ასე თქვენ შეძლებთ განალაგოთ საძინებელი მეორე დონეზე. 


Detail

სამზარეულოს ფარდა

2018-02-09

სამზარეულოა ის ადგილი, რომელშიც, გაგიკვირდებათ და, ჩვენ, ქალებიც და კაცებიც უმეტეს დროს ვატარებთ. შესაძლებელია არც გვიფიქრია ამ თემაზე, მაგრამ ინტერიერი ჩვენს განწყობაზე ძალიან ძლიერად მოქმედებს და ხანდახან იმ ჩვენს ქმედებებსაც განაპირობებს, ამიტომაც, სამზარეულო უნდა იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენს კეთილგანწყობას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მარტო დაგეგმარებას, სამზარეულო ავეჯს, განათებას, არამედ, ისეთ დეტალსაც, როგორიც არის ფარდა. 

 ვერც ერთი ინტერიერი ვერ იქნება დასრულებული ფარდის გარეშე და საუბარი აქ მაინცდამაინც ნაჭრის ტრადიციულ ფარდებზე არ არის. დღეს ფარდა შესაძლებელია იყოს ისეთი, როგორსაც ჩევნი ფანტაზია დაუშვებს. 

თუმცა რაღაც წესებს უნდა დაეყრდნოთ, მაგალითად, თუ სამზარეულო ქანთრი სტილშია, ფარდები უმჯობესია ნატურალური, რბილი ქსოვილისგან შევარჩიოთ, თუ ჰაი ტეკია, აქ თანამედროვე, ჰაიტეკ ქსოვილების ჟალუზები მოუხდება. 

მნიშვნელოვანია ასევე ფარდის ფერი - ის არ უნდა იყოს მუქი და არ უნდა ზღუდავდეს შუქს - სამზარეულოში შუქი მაქსიმალურად უნდა იღვრებოდეს!

ახლა ძალიან მოდურია ე. წ. რომაული ჟალუზები - ეს არის ჰორიზონტალურად აკინძული ნატურალური მასალისგან შედგენილი როლეტი, რომელიც ძალიან ეფექტურია სამზარეულოში. 

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ექსპლუატაციის თავისებურებანი - რაც არ უნდა კარგი ამწოვი გვქონდეს, სამზარეულოში ფარდა მალე ისვრება და მათი შერჩევისას აუცილებლად ვიკითხოთ თუ რამდენად კარგად ირეცხება მოწონებული მასალა და რამდენ ხანს ძლებს - ფარდა ძვირი სიამოვნებაა და მას მალე გამოცვლა არ უნდა ჭირდებოდეს. 


Detail

თარო

2018-02-01

თაროები სახლში აუცილებელ ატრიბუტებს წარმოადგენენ. გვერწმუნეთ, რამდენი კარადაც და სათავსოც არ უნდა გქონდეთ, თარო მაინც დაგჭირდებათ. აბა სხვანაირად სად უნდა შეაწყოთ ყველა ის საყვარელი ნივთი, წიგნი თუ ლარნაკი ახალი ყვავილებით?

მაგრამ თაროცაა და თაროც. თუ უბრალოდ კედელზე ხის ნაჭრებს მივადგამთ, ეს ყველაფერი იქნება მოსაწყენი. მაგრამ თუ ამ საქმეს კრეატიულად მივუდგებით ჩვენ თაროსგან გავაკეტებთ ინტერიერის დეკორს!

ძალიან მოდურია შეკიდული თაროების სისტემა. ჭერიდან ჩამოშვებულ ტრისებზე ვამაგრებთ თაროებს, იმდენს, რამდენიც გვსურს და ვიღებთ ორიგინალურ ელემენტს. კედელზე შეგვიძლია შევქმნათ თაროს ტალღა რაც სხვადასხვა სიგრძის თაროების ერთმანეთის მიყოლებით დამაგრებას გულისხმობს. თაროსგან ვარსკვლავიც შეგვიძლია გავაკეთოთ. 

თარო სავარძელი, თარო საწოლი ცალკე საუბრის თემაა. ფანტაზიის გაქანებაზეა დამოკიდებული ის თუ რა ტრანსფორმერს გავაკეთებთ. 

რაც შეეხება მასალას: არ არის აუცილებელი ხით ან ლამინატით შემოვიფარგლოთ! შუშა, პლასტიკი, კერამიკა - ყველაფრისგან შესაძლებელია ორიგინალური ფორმის თარო დამზადდეს.

ასევე შესაზლებელია ინტერიერის ფორმირებისას ჩაშენებული თაროების გაკეთება. თუ თქვენ გაქვთ რემონტი და იყენებთ ე. წ. „გიფსოკარდონს“ , ამ მასალით შესანიშნავად არის შესაძლებელი ნებისმიერი კონფიგურაციის კედელში ჩადგმული თაროს შექმნა.

შემდეგ თქვენ ამ ტაროებს დაფარავთ ლამინატით, ხით თუ გადააკრავთ დეკორატიულ შპალერს, ან რამე სხვა მასალით დაფარავთ, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მთავარია დაიმახსოვრეთ: თარო არასოდეს არ იქნება საკმარისი!


Detail

ინტიმის ზონა

2018-01-24

დაგვეთანხმებით, საძინებლის დიზაინი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ეს არის ადგილი სადაც უნდა დაისვენო, მოდუნდე და ყოველთვის გინდა რაღაც განსაკუთრებული, თუმცა საბოლოოდ სტანდარტულ ავეჯამდე და ნეიტრალური ფერის შპალერამდე დავდივართ.

ჰოდა ჩვენ გვინდა შთაგაგონოთ არაორდინალურ გადაწყვეტილებებზე!

მაშ, ასე, დავიწყოთ:

1.      თუ თქვენ იტყვით, რომ გსურთ აგურის შეუფუთავი კედელი დატოვოთ საძინებელში, მეგობრების უმეტესობა გეტყვით, რომ არ ღირს, და არგუმენტი იქნება, რომ ასეთი საზინებელი არ იქნება მყუდრო და ის უფრო ბრუკლინურ ლოფტს დაემსგავსება, ვიდრე საძინებელს, თუმცა შეხედეთ აი ამ მაგალითს და დარწმუნდით რომ სწორედ გაკეთებული დიზიანი ცვლის მოცემულობას


2.      შავი ფერის საძინებელი??? კიბატონო, თუ ის საწერი დაფა იქნება. არასტანდარტული, თუმცა ძალიან კრეატიული მიდგომა, მითუმეტეს თუ სახლში პატარა ბავშვები გყავთ - შესანიშნავი საშუალებაა გამოავლინონ კრეატიულობა.


3.      თავსართი კედელი პარკეტისგან? ლამინატისგან? გაგიჟდით? დიახ, თამამად გამოიყენეთ ეს გადაწყვეტილება და იქონიეთ ყველაზე განსხვავებული საძინებელი!