ვათბუნებთ სახლს

26
დეკ

ვათბუნებთ სახლს

ვფუთავთ... სახლს

ზამთრის დადგომისას ჩვენ ვრთავთ გათბობას, თუმცა ხშირად ჩვენდა უნებურად ვკარგავთ სითბოს. როგორ ხდება ეს? მარტივად - შესაძლებელია სახლში გვაქვს ღრიჭოები ან სახლის კედლებია თხელი და ძნელად იკავებს სითბოს. მითუფრო თანამედროვე შენობები შორსაა ძველი სახლების ფუფუნებისგან - საყოველთაოთ ცნობილია, რომ აგური საუკეთესოდ ინახავს სითბოს, მაგრამ აგურით აშენებულ ახალ სახლებს პრაქტიკულად ვერ შევხვდებით.

როგორ გავიგოთ საიდან ვკარგავთ სითბოს? ამისთის სპეციალური ხელსაწყო არსებობს - პირომეტრი. ის მარტივად გვაპოვნინებს სითბოს დაკარგის ადგილს და დაგვეხმარება დანაკარგის მინიმალიზაციაში, ვინაიდან სითბური დანაკარგი მარტო ტემპერატურული დისკომფორტი როდია, ის მწარედ გვირტყავს საფულეზე, გვჭირდება მეტი სითბო, ვხარჯავთ მეტ ენერგიას, შესაბამისად ვიხდით მეტს და ვზარალდებით.

მას შემდეგ რაც აღმოვაჩინეთ დანაკარგის ადგილი, ჩვენ შეგვიძლია ის მარტივად აღმოვფხვრათ. თუ ბოლო სართულზე ვართ და ჭერიდან გაედინება სითბო, ჩვენ შეგვიძლია სახურავი ქვამამბით დავათბუნოთ. აქ დანახარჯი ერთჯერადია  და ხარისხიანი მასალის შემთხვევაში ჩვენი ჭერი საიმედოდ იქნება იზოლირებული.

ღრიჭოებს ფანჯრებში ავცდებით თუ დავაყენებთ კარგი ხარისხის პეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეიძლება არსებობდეს მცირე ღღიჭოები, რომელთა ამოვსება შესაძლებელია სპეციალური ქაფით.

კერძო სახლის მეპატრონეებმა შესაძლებელია მთლიანად დაათბუნოს სახლი. ამისთვის სპეციალური მასალა და ასევე მოსაპირკეთებელი მასალები არსებობს. სახლის დათბუნების გავრცელებული მეთოდია ე.წ. „ქურქი“ - როდესაც მთლიანად სახლის კედკლები მინაბამბით იფუთება და ზემოდან სპეციალური ცემეტიანი ხსნარით ილესება. ასეთი ახლი პრეზენტაბელურად გამოიყურება.