ვიტრაჟი

16
იან

ვიტრაჟი

ყოფილხართ რომელიმე გუთურ ტაძარში? დაგიკარგავთ მეტყველება ვიტრაჟების დიდებულებისგან და გიფიქრიათ, რომ ასეთი სილამაზე სახლში გსურთ?

ფერადი შუშებისგან აწყობილი შუშაბანდი ან თუნდაც ერთი სარკმელი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ არსებობს მისი ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რომელსაც ვიტრაჟული სტიკერი ქვია.

ვიტრაჟული სტიკერი, ფერადი, დეკორატიული გამჭვირვალე სტიკერია, რომელიც შუშას ეკრობა და ფერადი ვიტრაჟის ეფექტს ახდენს. მისი დაკვრა საკუთარი ძალებითაც შესაძლებელია, მთავარია რამოდენიმე მარტივი წესი დავიცვათ.

ფერადი სტიკერი შეიძლება იყოს ერთი ფერის და შეიძლება იყოს ნახატიანი. შესაძლებელია თავად შეარჩიოთ რამოდენიმე ერთფერიანი სტიკერებით ის კომპოზიცია, რომელიც მოგწონთ, მოკლედ ფანტაზიის გაქანებას ნუ შეზღუდავთ. 

მნიშვნელოვანია სტიკერის ფერი ინტერიერის ფერებს შეუხამოთ. ის სარკმელი თუ აივნის კარი, რომლის გავიტრაჟებასაც ფიქრობთ უნდა გამოირჩეოდეს, თუმცა ინტერიერის საერთო გამას უნდა ან პასუხობდეს, ან უხდებოდეს. 

თუ აბაზანის ფანჯრის გავიტრაჟება გსურთ, ნესტგამძლე სტიკერი შეარჩიეთ.დღეს ასეთი სტიკერების ძალზე დიდი არჩევანია ბაზარზე. ეცადეთ ძალიან იაფიანებს თავი აარიდოთ, მალე აძვრება.

დასაკრავად თქვენ დაგჭირდებათ საზომი, მაკრატელი, რბილი სუფთა ჩვარი, ჭურჭლის სარეცხი ჟელე.

შუშა ამოიღეთ ჩარჩოდან და კარგად გაზომეთ. შემდეგ დაასველეთ წყლითა და ჭურჭლის სარეცხი ნივთიერებით. მოაშორეთ სტიკერს დამცავი შრე და კარგად მოარგეთ შუშას. ჩვრით გაასორეთ, სანამ ჰაერის ბუშტუკები ბოლომდე არ მოშორდება. შემდეგ ჩასვით შუშა ისევ ჩარჩოში.  

და აი, თქვენ საკუთარი ვიტრაჟის მფლობელები ხართ!