როგორ გავზარდოთ სივრცე?

19
თებ

როგორ გავზარდოთ სივრცე?

პატარა ფართის ბინა რომ გავზარდოთ არ არის საჭირო მაგია და ახალი განზომილების აღმოჩენა. ამისთვის საკმარისია ჩვენს 7 რჩევას მიყვეთ და სულ მალე, თქვენი სახლი, პატარა ბინიდან კომფორტულ საცხოვრებლად იქცევა.

მაშ ასე:

1. გამოიყენეთ სარკეები. 

სარკე, სივრცის გაფართოების კლასიკური ინსტრუმენტია, თუმცა აქაც არსებობს პატარა საიდუმლოებები: ცადეთ სარკის ფანჯრის წინ განლაგება - მზის შუქი აირეკლება სარკეში და ოთახს ააელვარებს. ბონუსად მეორე ფანჯრის ილუზიას შექმნის. ან მოათავსეთ სარკე სანათის წინ და იგივე ეფექტს მიიღებთ. ორი ერთმანეთის მოპირდაპირედ მდებარე სარკეები კი ფანტასტიურ, უსასრულო გარემოს შექმნის.

2. სწორად შეარჩიეთ ფარდები

ფარდები პირდაპირ ჭერიდან უნდა იწყებოდეს. ასე თქვენ მაღალი ჭერის ილუზიას შექმნით. ფარდები იატაკამდე უნდა იყოს, ხოლო ნაჭერი მსუბუქი და ჰაეროვანი. 

3. ავეჯი უნდა იყოს მრავალფუნქციური

სივცე მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული - საწოლის მაგივრად დადგით გასაშლელი ტახტი, რომელიც საწოლისა და ტახტის ფუნქციას შასრულებს. შეიძინეთ პუფი, ის დიდ ადგილს არ იკავებს და ადვილად გადაადგილდება. ამავდროულად სავარძლის ფუნქციას ითავსებს. დასაჯდომებს უნდა ქონდეს უჯრები, სადაც ნივთებს შეინახავთ. თუ ანტრესოლიანი ბინა გაქვთ, კიბის უჯრედის ქვეშ გააკეთეთ კარადა ან სათავსო. 

4. ავეჯი არ უნდა იყოს მასიური

ავეჯი ტრანსფორმერი - იდეალური გადაწყვეტაა! სკანდინავიული გაფორმების სტილი კი პატარა ბინებისთის საუკეთესოა! ავეჯი უმჯობესია ნატურალური ტექსტურის იყოს. 

5. მინიმალიზმი ფერებში

ფერები უნდა იყოს ნაზი და პასტელური, ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ გრადაცია ან ომბრე. მაგალითად საძინებლის კედლები ღია რუხი, გადასაფარებელი და ბალიშებუ მუქი რუხი. ომბრეს შემთხვევაში სიმუქე უნდა იწყებოდეს იატაკიდან და ჭერისკენ ნათდებოდეს. არავითარი გადატვირთული დეკორი. მინიმალიზმი ფერებში თქვენი ხსნაა. 

6. ზონირება

გაყავით ბინა ზონებათ, მაგრამ არ ამოშენოთ კედელი - სტუდიოში საჭმლის და სასტუმროს ზონა შეიძლება იყოს გაყოფილი თაროების სტელაჟით ან ბარის სადგომით. თუ საძინებელიც იქვეა, დაკიდეთ მსუბუქი და ლამაზი ფარდა. სასწავლო ზონა მაღალი მცენარით გამოყავით.

7. ანტრესოლი

თუ თქვენი ჭერი 2.5 მეტრზე მაღალია, თამამად გააკეთეთ მეორე დონე - ასე თქვენ შეძლებთ განალაგოთ საძინებელი მეორე დონეზე.