პროექტირება - ინტერვიუ

28
მარ

პროექტირება - ინტერვიუ

საქართველოში სამშენებლო ბუმია, თუმცა სულ უფრო ხშირად ვრწმუნდებით იმაში, რომ, ის რაც აშენდა და შენდება, გამართული პროექტებით არ გამოირჩევა. 

და მაინც რა არის შენობის პროექტი? რა კომპონენტებისგან შედგება ის და რატომ არის აუცილებელი მშენებლობის დაწყებამდე, სწორი და ზუსტი პროექტის არსებობა?

ამ კითხვებზე პასუხებს კომპანია Building Hous-ის დირექტორი, ბატონი ირაკლი ჯინჭარაძე გაგვცემს.


- ბატონო ირაკლი, რა იგულისხმება პროექტირებაში?


- პროექტირება არის მშენებლობის განხორციელებისათვის საჭირო საწყისი და მეტად მნიშვნელოვანი ეტაპი. ამ ეტაპზე სამუშაო რამოდენიმე მიმართულებით იშლება - დგება გენგეგმა, რომელიც შეიცავს ჰორიზონტალურ გეგმარებას, დაკვალვას და რელიეფის ორგანიზაციის გეგმას, ასევე, მიწის  რელიეფის ტოპოგრაფიას.

შემდეგ უკვე მუშავდება ტიხრების, კედლების, ღიობების დაკვალვა, ჭრილები, ნიშნულები, ფასადის გეგმა. ბოლოს სახურავის გეგმარება დგება, რომელიც, ნივნივების განლაგებას, სახურავის მზიდი ელემენტების განლაგებას, სახურავების ელემენტების სპეციფიკაციებს მოიცავს. პროექტში შედის ასევე ისეთი ელემენტები როგორიცაა სავენტილაციო არხები, კარ ფანჯრების განლაგების გეგმარება, იატაკების პაკეტების სპეციფიკაცია, გარე კედლებისა და ტიხრების ფართი, შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოების უწყისი, კიბის საფეხურების მოპირკეთების უწყისი, მოაჯირების სპეციფიკაცია, სახურავიდან წყლის გადაყვანა და სხვა დეტალები და კვანძები, სპეციფიკაციით. როგორც ხედავთ ურთულესი, სკურპულოზური და მეტად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომლის გამოტოვება უბრალოდ არ შეიძლება!


- რა მნიშვნელობა აქვს პროექტირებას შემდგომი სამუშაოებისთის?


პროექტი მოიცავსასაშენებელიობიექტისვიზუალურიდაკონსტრუქციულიგადაწყვეტილებებისერთობლიობას.  ეს არის ერთვარი სამოქმედო რუქა. ამ ეტაპის სწორი გადაწყვეტა განაპირობებს მშენებლობის დროულ , ხარისხიან და ფუნქციონალურად გამართულ შესრულებას.


- რას ნიშნავს სწორი პროექტირება?


სწორ პროექტირებაში შედის გრუნტის გეოლოგიური კვლევა, რელიეფის შესწავლა, ფუნქციურად და ვიზუალურად გამართული (გარე და შიდა ექსტერიერი) არქიტექტურული გადაწყვეტა, შენობანაგებობის კონსტრუქციული გადაწყვეტა,  შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და შესაბამისი განფასება (ხარჯთაღრიცხვა). თუ პროექტის ჩამოთვლილი კომპონენტებიდან რომელიმე აკლია, პროექტი არასრულყოფილია, შესაბამისად, შენობაც ვერ აშენდება სრულყოფილად.


- პროექტის გარეშე შესაძლებელია თუ არა სახლის მშენებლობა?

- მე გეტყვით, დიახ, რადგანაც დღეს, მთელი საქართველო ასე შენდება და ეს არის ამ ვიზუალური თუ ფუნქციონალური კატასტროფის მიზეზი. ჩვენ ჩვენივე ხელით მოვკალით ქართული არქიტექტურა!

ყველა ზემოთ აღნიშნული პროექტირების ეტაპების კვალიფიციური შესრულება განაპირობებს მშენებლობის დროულ და ხარისხიან შესრულებას.


- რა სირთულეებს აწყდებით თქვენ პროექტირებასთან დაკავშირებით?


პროექტირების თვითოეული ნაწილის არასრულფასოვანი შესრულებისას ხდება გარკვეულ სამუშაოთა რაოდენობის და სხვადასხვა ხარვეზების წარმოჩენა მშენებლობის პროეცესში. ეს იწვევს ბიუჯეტში გარღვევას და ცუდი ხარისხის მიღებას. 


- როგორ დგება პროექტის ფასი?


პროექტირების ფასი დგება თვითოეული ეტაპის შესასრულებელი სამუშაოების განფასებით საბაზრო ფასების გათვალისწინებით.


- რას ურჩევდით მათ, ვისაც სახლის აშენება სურს?


ვისაც სახლის აშენება სურს,პირველ რიგში,დაუკვეთოს კვალიფიციური პროექტი, რომ შემდგომში ის მიიღოს რასაც ელოდება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან დამკვეთებს უმაღლესი დონისა და კვალიფიკაციის პროექტირებას და მის განხორციელებას  ვპირდებით.