აბაზანის სწრაფი რემონტი - განათება

24
ივლ

აბაზანის სწრაფი რემონტი - განათება

ბლოგში აბაზანის შესახებ დაგპირდით აბაზანის განათებაზე საუბარს. როგორ უნდა გავანათოთ ეს სივრცე მოდურად და ამავდროულად პრაქტიკულად?

შემოგთავაზებთ ცხრა მარტივ რჩევას, რომელიც გაგიადვილებთ რემონტის დაგეგმვას, თუმცა არ დაგავიწყდეთ, ამ ყოველივეს სპეციალისტი უნდა ანხორციელებდეს!

რამდენი სანათი დამჭირდება?

სანათების რაოდენობა აბაზანის ფართზეა დამოკიდებული. თუ აბაზანა პატარაა, საკმარისია ერთი ცენტრალური ჭაღი ჭერზე და ორი ან სამი დამხმარე სანათი. აუცილებელია სარკის, შხაპის და პირსაბანი ზონების განათება.

თუ აბაზანა დიდია, მაშინ დიზაინერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: 

    1. სტილი

    2. რა სიმაღლეზე განლაგდება სანათები

    3. სანათების ტიპი

რა ტიპის სანათბს ვირჩევთ?

დღეს სანათების ფართო არჩვანია. თქვენ, სპეციალისტთან ერთად უნდა შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სტილი და ტიპი:

    1. ღია

    2. ჩაშენებული

    3. ჭერის

    4. კედლის

    5. იატაკის

ასევე უნდა შეარჩიოთ:

     - სამუშაო ზონის სანათი

    - დეკორატიული სანათი

    - მიმართული განათება

    - საერთო განათბა

დღეს სხვადასხვა ტიპის სანათების გამოყენებაა შესაძლებელი: სტანდარტული ნათურებიანი, ჰალოგენური, ლუმინისცენტური, დიოდური.


როგორ უნდა განლაგდეს შუქის წყაროები?

განათება თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს, ამიტომ უნდა გვახსოვდეს: რაც მეტია შუქის წყაროს რაოდენობა, მით ნაკლები ინტენსივობის ნათება უნდა ქონდეთ მათ. 

შუქი უნდა ყველა ფუნქციურ ზონაში იყოს. 

არ უნდა იყოს ბლიკები, ამიტომ, შუქი ამრეკლავ ზედაპირებთან მიმართებაში პერპენდიკულარული უნდა იყოს.

შეცდომაა: პირდაპირ სარკის ზემოთ სანათის დაყენება. უმჯობესია დავაყენოთ გვერდითა სანათები.

ფერადი პლაფონები შემოიტანს ინტერიერში საინტერესო დეტალებს.

არ შეგეშინდეთ დიოდური განათების დაყენება.

გამიჯნეთ სხვადასხვა ზონის სანათების ჩამრთველები.


ჭერის განათბა - აუცილებელია

ჭერის განათება გამაერთიანებლის როლს თამაშობს და აუცილებლად გასათვალისწინებელია. კარგი ვარიანტია მოძრავი სანათი. მისი შემოტრიალებით მიმართულ შუქსაც მიიღებთ. 


რომელი ფუნქციური ზონები გამოვყოთ?

 -პირსაბანი

 - ბანაობის ზონა

 - თავისუფალი ზონა (გადასაცმელი, გასარეცხი ნივთების შესაგროვებელი და ასე შემდეგ)


გაანათეთ სარკე

სარკის ირგვლივ განათება უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, ამიტომ უმჯობესია შუქი იყოს რბილი და სანათები გვერდებზე ანლაგებული. 

საკუთრივ აბაზანის განათება

აბაზანის ზონის განათება დეკორატიული დატვირთვისაა. ამიტომ აქ ისეთი შუქი გჭირდებათ, რომელიც რელაქსაციას შეუწყობს ხელს. იგივე ეხება საშხაპეს. მკვეთრი შუქი არაა საჭირო.


დეკორატიული განატება

დიდი ზომის სააბაზანოებში შესაძლებელია არაფუნქციონალური დეკორატიული განათებები - დიოდები აბაზანის გასწვრივ, მრავალდონიანი სააბაზანოს საფეხურების განათება - ეს თქვენს გემოვნებასა და დიზაინერის გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.


უსაფრთხოება

განათების სქემა პროფესიონალებმა უნდა გააკეთონ

სანათები წყალგამძლე უნდა იყოს

მეტალი სანათებზე კოროზიას არ უნდა ექვემდებარებოდეს

არ განათავსოთ ბრები აბაზანაზე

წყლის მოხვედრის რისკი სანათებზე უნდა იყოს მინიმალური

ღია გაყვანილობა დაუშვებელია!

წარმატებულ რემონტს გისურვებთ!