როგორ ამოვძვრეთ კოლოფიდან

04
აგვ

როგორ ამოვძვრეთ კოლოფიდან

როგორ ამოვძვრეთ კოლოფიდან

სწრაფი მშენებლობა და რემონტი

ლექტორი მყავდა. ერთხელ რატომღაც მოგვიყვა თუ როგორ გადააკეთა თავისი ოროთახიანი „ხრუშჩოვკა“ოთხოთახიანად. გვერდზე მჯდომმა კურსელმა კი წაიჩირჩულა, ლიფტები ჩადგაო?

ეს რატომ გამახსენდა: ახალაშენებული სახლების ფართობებიც რაღაც ლიფტებსა და კოლოფებს შორის მერყეობს. სტანდარტულები, მრავალნოლიანი თანხის მფლობელებისგან განსხვავებით, ჩვეულებრივი მოკვდავები რომლებსაც ვყიდულობთ, ჰოდა რა ვქნათ თუ კოლოფში ცხოვრება არ გვინდა?

რა და არსებობს რამოდენიმე მარტივი ხერხი, რომელიც ჩვენს პატარა ბინებს საცხოვრებლად მომხიბლავს გახდის.

სივრცისა და დროის კონტინიუმის დარღვევა არ გვჭირდება. ამით ცერნში დაკავდნენ, ჩვენ კი ვიწვევთ პროფესიონალებს აი აქედან: http://offer.buildinghouse.ge/და ვიწყებთ:

ვხსნით და ვაგდებთ კარებს:

არა, ტუალეტსა და საძინებელში ვტოვებთ, მაგრამ ყველა დანარჩენ კარს ვემშვიდობებით და აღმოვაჩენთ რომ უფრო თავისუფლად ვსუნთქავთ. დიზაინის თანამედროვე ბაზარი კარებების ძალიან მრავალფეროვან ჩამნაცვლებლებს გვთავაზობს.

კარებების შემდეგ ვაგდებთ ყველაფერს რაც ძველია და აღარ ვიყენებთ:

გადააგდეთ ფანჯრიდან ძველი კარადა! არა, ჯერ გადაიხედეთ, ქვემოთ გამვლელები ხომ არ არიან და მერე გადააგდეთ. იტალიელებივით. ძალიან მაგარი შეგრძნებაა და ადრენალინი მოაქვს. პატარა ოთახში კედლის დიდი კარადა რომ გახრჩობდათ, აქამდე ვერ მიხვდით?

ვარჩევთ შესაბამის ავეჯს:

დაემშვიდობეთ დიდ, მუქ და მასიურ ტახტებსა და სავარძლებს. დიდ ჭაღებს, დიდ მაგიდებს. მსუბუქი თაროები, ღია ფერის პატარა ტახტები, კედლებში ჩაშენებული სათავსოები დარბაზების მაცხოვრებელთა თავდაჯერებულობას შეგმატებთ

აი ის ფანჯრები, რომლებიდანაც კარადები გადაყარეთ:

უნდა იყოს დიდი, ფართე და ნათელი. ძალიან მოგიხდებათ ფრანგული აივნები, რაც მეტი ღიობია, მით უკეთესი. ფარდები კი ჰაეროვანი და ფარფატა.

კუთხეები:

კუთხეებში თაროები განათავსეთ. ის ადგილი სადაც ადრე დედა გაყენებდათ, იდეალურია ჩაშენებული კარადებისთის, სტელაჟებისთვის, და ყველაფრისთის რაც იმ ნივთებს დაიტევს, რომლებიც ჯერ კიდევ დაგრჩათ.

მოპირკეთბა:

ღია ფერის შპალერი ან საღბავი, სარკეები, ერთიდაიგივე ფერის ავეჯი, ყველაფერი სივრცესვიზუალურად ადიდებს.

განათება:

ბროლის ჭაღი, რომელიც გრძელ ჯაჭვზე კონწიალობს, ცუდი იდეაა. ასევე ბრები. ჭერში ჩაშენებული განათება, რაც შეიძლება ბევრი დონითა და ბევრი შუქით - აი რა გჭირდებათ.

სტილი:

დაუმეგობრდით მინიმალიზმს, ჰაი ტეკსა და ლოფტის სტილს. სამივე ძალიან ტრენდულია და თვითდაჯერებას მატებს.

დაგეგმარება:

დღეს ძალიან პოპულარული ტრენდი: სამზარეულოს, სასადილოსა და სასტუმრო ზონების გაერთიანება ზრდის სივრცის პოტენციალს, თუმცა ჩახოხბილის სუნი მთელს ბინაში შეიძლება აღარ მოგეწონოთ... ამ შემთხვევაში ძალიან კარგი ამწოვი დაგჭირდებათ.