ზღვის სანაპირო სახლში

18
აგვ

ზღვის სანაპირო სახლში

საზაფხულო რემონტი

გარეთ ზაფხულია, შვებულებიდან ან უკვე ჩამოვედით ან აწი წავალთ და ეს მოძველებული ინტერიერები ნერვებს გვიშლის.. ზღვის სილურჯე გვაკლია, მთის სიმწვანე გვსურს და დღეების შემოკლების მოლოდინში მზის სიხასხასეს შენარჩუნებას ვგეგმავთ. როგორ მოვიწყოთ არდადეგები სახლში? რა თქმა უნდა სწრაფი რემონტით, ამისთვის კი უნდა შევიდეთ აი აქ http://offer.buildinghouse.ge/

და სახლში მარადიული ზაფხული დავგეგმოთ!

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ ეს არის ინტერიერიდან ხალიჩების მოშორება. მტვრის ბუდეა და გვაცხელებს. ასევე ავალაგოთ ტახტის ბალიშები, დავკიდოთ ღია და შედარებით მსუბუქი ფარდები.

ეს რაც ჩვენ თვითონ შეგვიძლია, ხოლო რემონტისთვის რამოდენიმე მარტივი რჩევა, რომელიც გასათვალისწინებელია:

ფერთა თემატური პალიტრა

ინტერიერში გამოიღენეთ „ზღვის თემატიკა“ რადგანაც ის თქვენ ზღვაზე გატარებულ შვებულებას გაგახსენებთ. ლურჯი კედელი, თეთრად გადაღებილი ჭერი, რიყის ქვებით აწყობილი ბარის სადგამი ან სამზარეულოს ხის ზედაპირები იდეალურად მოაუხდება ინტერიერს.

თეთრი ფერი

გახსოვთ კუნძული სანტორინი? ყოვლისმომცველი სითეთრე ზღვისა და ცის ფონზე. გაბედეთ და მთლიანი ბინა თეთრად შეღბეთ. მოგბეზრდებათ? ადვილად შეცვლით. თეთრი ჰო იდეალური ბაზაა და შემდგომ რენოვაციებს ადვილად „იტანს“. 

მჭახე ფერი

ვერ ეგუებით სითეთრეს? რას იტყვით ნარინჯისფერსა და ყვითელზე? ბუნებრივი ხის „გემბანი“ პარკეტი, სტაფილოსფერი კედელი და ლურჯი დარაბები ფანჯრებზე - მარადიული ზაფხული მაშინაც როდესაც გარეთ თოვს!

სიმწვანე

მწვანე ფერი თვალს ასვენებს. ნეიტრალურად შეფერილ ინტერიერში კედლის მწვანე დეტალი საუკეთესო აქცენტია. არაა აუცილებელი მწვანე შპალერის გაკვრა. სამზარეულოში რამოდენიმე მწვანე კარადა ტონუსისთვის სავსებით საკმარისია.

საღამოს სიგრილე

საძინებელი ლურჯ და ფირუსიზფერ ტონებში თამამი მოდური და ძალიან ლამაზი გადაწყვეტაა.

ასე, რომ როდესაც შვებულება დასრულდება და კვლავ ოფისში გამოიკეტებით, სახლში მისვლისას კვლავ არდადეგების განცდა დაგეუფლებათ!