ჩონჩხები კარადაში ან როგორ მოვაწყოთ საკუჭნაო

23
აგვ

ჩონჩხები კარადაში ან როგორ მოვაწყოთ საკუჭნაო

სწრაფი რემონტი

კი, ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს საიდუმლო, რომელსაც საგანგებოდ, ან არც ისე, მაგრამ მაინც მალავს, თუმცა საიდუმლოებების გარდა, ნებისმიერ ჩვენთაგანს აქვს რამოდენიმე ზედმეტი და არც ისე ზედმეტი ნივთი, რომელსაც დროებით მაინც, შენახვა ჭირდება - ქვაბები, ტაფები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამზარეულოს აქსესუარები და მურაბა ტყემლების მთელი ნაკრები. სად განვალაგოთ ეს ყოველივე? დავყაროთ ზემოდან და ბინა საწყობად ვაქციოთ? არ არის კაი აზრი. უსისტემოდ მივყარ-მოვყაროთ? უარეს შედეგს მივიღებთ. ამიტომაც, გვიდგება ისეთი საკითხი, როგორიც საკუჭნაოს მოწყობაა.

სანამ ბინას, სახლს ავიშენებთ ან გავირემონტებთ, აუცილებლად გავითვალისწინოთ, რომ დაგვჭირდება შესანახი სივრცე!

ასეთი სივრცის სამი ვარიანტი არსებობს:

1.      ჩაშენებული საკუჭნაო

ეს არის სამზარეულოს სივრცეში, რომელიმე კედელთან არსებული ზონა, რომელშიც განლაგებულია სხვადასხვა ნივთებისთვის განკუთვნილი თაროები, ასევე უჯრები და სხვადასხვა ტიპის სათავსოები. ასეთ ჩაშენებულ საკუჭნაოს უნდა ქონდეს კარები, რომლის დაკეტვის შემთხვევაშიც სამზარეულო და საკუჭნაო ორ დამოუკიდებელ სივრცედ იქცევა.

 

2.      „თანასაკუჭნაო“

ასეთი საკუჭნაო სამზარეულოს დამატება-გაგრძელებაა. ცოტა მეტი დამხმარე თარო და სტელაჟი, ღია ან დახურული კარადა და სხვადასხვა ნივთების შესანახი სივრცე მარტივად ორგანიზდება.

 

3.      საცლკე სივრცე საკუჭნაოსთვის

თუ თქვენ იღბლიანი ხართ დაიმდენ ფართობს ფლობთ, რომ ცალკე კარადა-ოთახის გაკეთება შეგიძლიათ, გილოცავთ, თქვენ ცალკე სივრცის მფლობელი ხართ, სადაც დამალავთ, გადამალავთ ან მარტივად დადებთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ (ჩონჩხების ჩათვლით)!

სასურველია ასეთი საკუჭნაო სამზარეულოს მიმდებარედ იყოს, ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ, მარტივად ხელმისაწვდომი იქნება.

 

ეცადეთ საკუჭნაო, მაქსიმალურად ბუნებრივი მასალით ააწყოთ - ხის თაროები და სტელაჟები იდეალურია. წინასწარ გაითვალისწინეთ, თუ რისი შენახვა დაგჭიორდებათ და ის რაოდენობა სათავსო განალაგეთ, რომ არც ცარიელი დაგრჩეთ და ადგილი ტყუილა არ დაკარგოთ, ან პირიქით, შესანახი სივრცე არ დაგაკლდეთ.

 

დაბოლოს, თუ გსურთ იდეალური საკუჭნაოს ბედნიერი მფლობელი გახდეთ, ენდეთ სპეციალისტების რჩევებს, მაღალი კლასის სპეციალისტებს კი იპოვით აი აქ: http://www.buildinghouse.ge/