მოჭიმული თუ „შეღვრილი“ იატაკი?

10
სექ

მოჭიმული თუ „შეღვრილი“ იატაკი?

სათაურში გამოტანილი კითხვა ებადება, ადრე თუ გვიან, ყველას, ვინც სახლს იშენებს ან ირემონტებს. და თუ ადრე ე. წ. „სტიაშკას“ ალტერნატივა არ ქონდა, ახლა, მას სულ უფრო მედგრად  კონკურენციას „შეღვრილი” იატაკი უწევს.

გავარკვიოთ რა არის ერთი ან მეორე. „სტიაჟკა“ არის ქვიშისა და ცემენტისგან გაკეთებული ნაერთი, რომლითაც ჭიმავენ, ანუ ასწორებენ პირველად იატაკს, ანუ იმ სიბრტყეს, რომელიც მერე ან კერამოფილით, ან ლამინატით ან კიდევ ხის პარკეტით დამშვენდება. ამ ტექნოლოგიის მთავარი უპირატესობა სიაფე და უნივერსალურობაა. ქვიშა-ცემეტის ხსნარს რა სისქეზეც გინდა ისეთზე დააგებ. როგორც გინდა ისე აამაღლებ. თუმცა თუ სწორედ მიყვები ტექნოლოგიას, სადღაც ორი კვირა ის უნდა ინამებოდეს, რომ შემდგომში არ დასკდეს და მხოლოდ ორი კვირის მერე შრებოდეს სადღაც ორ თვემდე. თუ ამ ვადებს არ დაიცავთ, იატაკის დაგებიდან ერთ წელიწადში ლამინატი ამღერდება, იატაკი აჭრიალდება და მეტლახი ამოიყრება, ვინაიდან ქვედა მოჭიმულობა დაიბზარება.

„შეღვrილი“ იატაკი კი თანამედროვე პოლიმერული მასალებისგან შემდგარი ხსნარია, რომელსაც ასხავ, ის თვითონ იღვრება, ეძებს გასასწორებელ ალაგებს, ასწორებს, იდეალურად ავსებს ყველა ღრმულს და ძალიან მალე თქვენ პრიალა ზედაპირის იდეალურად სწორ იატაკს იღებთ. თუმცა ძვირად. ასეთი იატაკის მინუსი ასევე გარკვეული სისქის ლიმიტია. 

და ბოლოს სრულიად იდეალური ვარიანტი: პირველადი ფენა კეთდება ტრადიციულად - ქვიშითა და ცემენტით და ზემოდან თანამედროვე „შეღვილი“ ტექნოლოგიისთ. ასეთი მოჭიმული იატაკი გარანტირებულად დიდხანს გემსახურებათ.