ლოფტი

18
სექ

ლოფტი

ლოფტის სტილი ძალიან პოპულარულია მათ შორის ვისაც თავისუფლება და სივრცე უყვარს. არაორდინარული და ცოტა აცკეტური ინტერიერის დიზაინი იდეალურია მათთვის ვისაც სამუშაო სივრცის და სახლის თანხვედრა სურს, ან უბრალოდ, თანამედროვე, მოდური ადამიანებისთვის, ვისთვისაც ბოლო ტრენდების მიმდევრობა მნიშვნელოვანია. მითუფრო, რომ ლოფტი ამის საშუალებას გვაძლევს - იქ ბევრი ჰაერია, ბევრი შუქი და არანაირი დაბრკოლებები და ზედმეტი დეტალები. ზუსტად ეს სტილი მფლობელის ინდივიდუალურ თვისებებს უსვამს ხაზსს.

ამ სტილის დასაბამი 50-იანი წლებია, როდესაც აშშ-ი საწარმოოებმა ცენტრიდან გარეუბნებში გადაინაცვლა. შესაბამისად, ქალაქებში ბევრი ცარიელი ინდუსტრიული სივრცე დარჩა, რომლებიც ნაკლებშემოსავლიან ხელოვანებმა შეამჩნიეს და აითვისეს. ეს სივრცეები იყო დიდი და იაფი. სხვა კი რა უნდოდათ ღარიბ მწერლებსა და მხატვრებს?

დღეს ლოფტის სტილის ინტერიერები არამარტო საცხოვრებელ სახლებშია პოპულარული - უამრავი კეფე და ბარი გაკეთებულია ამ სტილში და ზუსტად ამის გამო პოპულარულიც!

რა არის აუცილებელი, რომ ლოფტის სტილის ინტერიერი მივიღოთ? უპირველესად დიდი და დაუმუშავებელი ფართი. მეორე აუცილებელი პირობაა მაღალი ჭერი. უმჯობესია დუპლექსი. მესამე - კედლების არ არსებობა. სივრცე უნდა იყოს ერთიანი: სამზარეულო გადადიოდეს სასტუმროში, ხოლო სასტუმრო ოთახი საძინებელში. ყრუ კედლები დაუშვებელია და სხვადასხვა ზონები ერთმანეთისგან ფერით და ორიგინალური ტიხრებით გამოიყოფა. ეს “ტიხარი” შეიძლება იყოს ავეჯი ან მინის შირმა.

მეოთხე პირობაა უზარმაზარი სარკმლები ჭერიდან იატაკამდე. ამასთან ლოფტში უგულვებელყოფილია ფარდები. თუ ლოფტი ბოლო სართულზეა, ჭერის ნაწილი მაინც უნდა იყოს შუშა - ღამით ვარსკვლავების დასათვალიერებლად. 

რა მასალებს ვიყენებთ ლოფტში?

ეს ძალიან მარტივი საკითხია: შავი კარკასი გაქვთ? აგურის და ბეტონის კედლები ჩანს? დატოვეთ ასე. ორივე ლოფტისთვის იდეალურია. ნუ შეფუთავთ შავ კარკასს! 

მოდურია ერთი კედლის გრაფიტით მოხატვა. რა იქნება ზედ გამოსახული თქვენი დიზაინერის ფანტაზიასა და თქვენს სურვილებზეა დამოკიდებული.

არავითარ შემთხვევაში არ შეფუთოთ ჭერი - ჩანს კოჭები? ზუსტად ასეა საჭირო. იატაკი შეგიძლიათ დატოვოთ ბეტონის, ან დააგოთ ხის ფიცრები. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - არ დამალოთ ელექტროგაყვანილობის და სხვა საკომუნიკაციო არხების მასალები. ყველაფერი უნდა ჩანდეს!

როგორი აჯევი დავდგათ ლოფტში?

აქ შეზღუდვები არ გაქვთ! შეგიძლიათ ყველაზე იაფი პლასტიკატის ავეჯით გააწყოთ, ან ბებიის ანტიკვარიატი დადგათ, ყველაფერი საინტერესოდ აჟღერდება. ზონების გასაყოფად იდეალურია წიგნების სტელაჟები. ლითონის კარკასებისგან შეკრული თაროები საუკეთესო გადაწყვეტაა!

და ბოლოს, რა გავაკეთოთ, თუ გვსურს ლოფტი, მაგრამ ძალიან პატარა სტუდიო გვაქვს, რომელიმე ახალშენში? სულ რამოდენიმე არქიტექტურულ-დიზაინერული ხრიკი და პრობლემა აღარ იარსებებს! 

ნაბიჯი პირველი: შეძლებისდაგვარად გააერთიანეთ სივრცე და გადატიხრეთ წიგნის სტელაჟით. 

ნაბიჯი მეორე დატოვეთ ჭერის კოჭები და ელექტროგაყვანილობა შეუფუთავი.

ნაბიჯი მესამე: დატოვეთ ერთი კედელი მაინც შებათქაშებული ან შეუფუთავი ბეტონის

და იცხოვრეთ ლოფტში!