რა გაგვათბობს?

29
სექ

რა გაგვათბობს?

დაუნდობლად გვიახლოვდება გათბობის ჩართვის ჟამი. საერთოდაც, გუშინ გამოვრთეთ კონდიციონერები და დღეს უკვე გათბობის ქვაბებს ვუტრიალებთ და ჩართვისგან მხოლოდ ფსიქოლოგიურ-ეკონომიკური საკითხი გვიცავს - ასე ადრე? სექტემბერში? ნუთუ ეს არის ტრამპის მიერ უარყოფილი „კლიმატ ჩეინჯი“?

მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გათბობას მხოლოდ ახლა აყენებენ. მათ ეგონათ რომ კიდევ სულ ცოტა ერთი თვე აქვთ საკითხში გასარკვევად, თუმცა არა. და მათ გადაწყვეტილების სასწრაფოდ მიღება უწევთ. რა უნდა დააყენონ სახლში რომ ქარიშხალ ირმას პირობებშიც თბილად იყვნენ?

თანამედროპვე გათბობის სისტემები სხვადასხვა საწვავზე მუშაობს. ელექტრო, გაზის, მზის თუ წყლის სისტემები ფართოდ არის წარმოდგენილი ბაზარზე. 

სისტემის დაყენებისას სასურველია ქვაბები ცალკე სათავსოში იყოს. არ არის სასურველი მათი აივანზე განთავსება, ვინაიდან ზამთრის ყინვა სისტემაში წყალს გაყინავს და გამოსაცვლელი გაგიხდებათ. თუ სხვა გზა არ არის, მაშინ აუცილებლად გაუკეთეთ ქვაბს დათბილული კარადა. იგივე ეხება გათბობის ქვაბის აბაზანაში განთავსებას. იქაც დაგჭირდებათ კარადა, ოღონდ ნესტგამძლე იზოლაციური მასალებისგან. 

ყველაზე გავრცელებული გათბობის სისტება წყლისაა. წყალი გაზის საშუალებით ქვაბში თბება და მილებით ოთახებში განთავსებულ სათბურებს „ბატარეებს“ მიეწოდება. ასეთი ქვაბები გაზზე მუშაობენ, თუმცა მათ ასანთებათ ელექტროენერგიაა საჭირო, ამიტომ, არ გაგიკვირდეთ, შუქი რომ ჩაქრება, თქვენი გათბობის სისტემაც გაითიშება. ასეთ შემთხვევაში იმედი უნდა ვიქონიოთ რომ შუქი იქამდე მოვა, სანამ ოთახის სათბურები წყლის სითბოს შეინარჩუნებენ.

მზის გათბობის სისტემა სოლარ პანელებზეა აწყობილი. მზის ენერგიის პანელები სახურავზე ან რომელიმე სხვა ღია სივრცეში მონტაჟდება. მათ უერთდებათ ქვაბი, რომელიც ათბობს წყალს სისტემაში. აღსანიშნავია რომ ბაზარზე სოლარ პანელების გაიაფების ტენდენცია შეინიშნება და თუ მზე არ ჩაქრა თქვენ ერთხელ გიწევთ ინვესტირება. დანარჩენ შემთხვევაში ვერც თელასი და ვერც ყაზტრანსგაზი ვეღარ გაწყენინებთ. გადასახადების დრაკონული ქვითრები არ მოგივათ, ზაფხულში კი ჭარბ ენერგიას გაყიდით და ფულს გააკეთბთ. 

როგორ მოვიქცეთ თუ კვლავ „კარმას“ ანუ გაზის გამათბობლის დაყენება გვიწევს. აქ უნდა დავიცვათ ძალიან მარტივი, თუმცა სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი წესი: გამათბობელი შიდა წვის უნდა იყოს და მილი სწორედ, გარეთ უნდა ქონდეს დამონტაჟებული. არაფრის დიდებით არ დაამონტაჟოს ასეთი სისტემა თქვენით. გამოიზახეთ სპეციალისტი! 

იატაკის გათობაზე უკვე ვისაუბრეთ და თუ გაინტერესებთ ჩვენს ბლოგებში იპოვით. 

თბილ და უშფოთველ ზამთარს გისურვებთ!