ხის პარკეტი

14
ოქტ

ხის პარკეტი

ხის პარკეტი

ყველა ვთანხმდებით რომ ხის, ნატურალური პარკეტი საუკეთესო არჩევანია. პარკეტი, როგორც იატაკის მასალა, რამოდენიმე საუკუნის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ მყარად უკავია პოზიციები. პარკეტიანი ინტერიერი მდიდრულად გამოიყურება, ძალიან დიდხანს ძლებს და არ იკრავს მტვერს. ის სხვადასხვა ჯიშის ხისგან მზადდება, ზუსტად ამაზეა დამოკიდებული მისი ფასი.

პარკეტის რამოდენიმე სახეობას განასხვავებენ:

საცალო

მოზაიკური

ფარისებრი

პარკეტის ფიცრები

საცალო პარკეტისგან ნებისმიერი ნახატის შექმნაა შესაძლებელი. მისი ზომებია 15-45 სმ სიგრძეში, 3-6 სმ სიგანეში და 1,5-2,5 მმ სიმაღლეში. თუ რომელიმე ცალი პარკეტი დაიკაწრა, მას ადვილად გამოცვლით. საცალო პარკეტი ძვირი მასალაა. ის ძალიან კარგ მოვლას მოითხოვს და ასევე შენობაში ტენიანობის გარკვეული დონე უნდა იყოს შენარჩუნებული. სხვა შემთხვევაში პარკეტი გაფუჭდება. ის „შედგება“ გაუჩნდება ღარები და იატაკი დაიწყებს ჭრიალს.

მოზაიკური პარკეტი ეს არის პარკეტის სეგმენტები, რომლებიც შედგენილია რამოდენიმე ცალი პარკეტისგან. ძალიან გავს საცალოს. თუმცა ხმაურის იზოლაცია ასეთი მაღალი დონის არ აქვს. 

ფარისებრი პარკეტი ორ ფენას შეიცავს. პირველი ფენა საფუძველია, ის ხის ბოჭკოსგან მზადდება, ხოლო სახე ხეა. თქვენ შეგიძლიათ თანაბარსახიანი ფარისებრი პარკეტი აირჩიოთ. თვითოეული ფარის პარამეტრებია 40/40 სმ ან 80/80სმ.

პარკეტის ფიცარი ძალიან გავს ფარისებრს და ორ ან სამ ფენას შეიცავს. საფუძველი დაბალი ხარისხის ხისგან მზადდება, ხოლო სახე, მაღალი და ხარისხიანი ხის მერქანია. დასაგებადაც მარტივია. მაგალითად საცალო ან მოზაიკურ პარკეტს დაგებისას დამატებითი დამუშავება სჭირდება, დაგების შემდეგ კი ის ან ილაკება ან ოლიფათი იფარება. აუცილებელია ციკლოვკაც. ხოლო პარკეტის ფიცარი უკვე დამუშავებულია, დამატებით დამუშავებას არ საჭიროებენ და ის მხოლოდ უნდა დააგოთ.

დაბოლოს. პარკეტი შეგიძლიათ პირდაპირ ბეტონის მოჭიმულ იატაკზე დააგოთ, ან ხის ზედაპირზე.. თუ ხის პარკეტს სწორედ მოვუვლით ის მრავალი ათეული წელი მოგვემსახურება, ხოლო თუ მას ქვემოდან ფანერის საფუძველს გავუკეთებთ, ასეთი იატაკი პრაქტიკულად უკვდავი იქნება!