სოკო კედელზე

28
ოქტ

სოკო კედელზე

სოკო კედელზე

ამერიკულ დეტექტივებში მინახავს, ადამიანი დაიღუპა გაურკვეველ ვითარებაში და პოლიცია პირველს რასაც აკეთებს, კედლიდან სოკოს სინჯს იღებს. თავიდან ვერ ვხვდებოდი რა სოკო, რის კედელი, თუმცა მერე გავიგე, რომ არსებობს სახლის პარაზიტი, კედლის სოკო, რომელიც გარდა იმისა, რომ ინტერიერს გვიფუჭებს, სერიოზული დაავადებების გამომწვევიც შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით საშიში კი სასუნთქი გზებისთვისაა!

ამ პარაზიტის გავრცელებას შემდეგი ფაქტორები უწყობს ხელს: ძლიერი ტენიანობა, ცუდი ვენტილაცია, ჰიდროიზოლაციის არ არსებობს, ჰაერის ცუდი ცირკულაცია.

სოკო განსაკუთრებით აგრესიულია შემოდგომა - ზამთრის სეზონზე. და ამიტომ, ამერიკული დეტექტივების პერსონაჟებად რომ არ ვიქცეთ:

1. სითბო და სიმშრალე სახლში უნდა მუდმივად კონტროლდებოდეს.

2. ტენინობა არ უნდა აღემატებოდეს 50-60%

3. ყოველდღე გაანიავეთ ოთახები. გაანიავეთ სამზარეულო და საბაზანო.

4. შეამცირეთ ავეჯის რაოდენობა.

5. არ ჩადოთ ნესტიანი ტანსაცმელი კარადაში.

6. გაამშრალეთ მორეცხილი იატაკები.

7. რემონტის დროს საღბავებს დაუმატეთ სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერებები.

8. რეგულარულად გაწმინდეთ კონდიციონერები.

9. გქონდეთ გამართული თბოიზოლაცია.

10. მოერიდეთ სითბურ კონტრასტებს, მაგალითად: ძალიან თბილი სამზარეულო და ცივი საძინებელი.