ვასხამთ იატაკს!

22
ნოე

ვასხამთ იატაკს!

დიახ, არ მოგეჩვენათ, ჩვენ ვსაუბრობთ არა პარკეტზე, ფილაზე, მეტლახზე, არამედ თხევად იატაკზე, რომელსაც ასე, მარტივად მოასხამ და იდეალურად სწორ, მყარ, გამძლე და ლამაზ იატაკს მიიღებ. მეტიც! შესაძლებელია სამი D სიმულაციით, სრულიად ფანტასტიკურ იატაკზეც აღმოჩნდე!

ეს პოლიმერული თხევადი იატაკია. 

პოლიურეთანის იატაკი გამოიყენება როგორც შიდა ინტერიერებისთის, ისე ზედაპირებისთის, რომლებიც გარეთაა. საკმაოდ გამძლეა, არ იცვითება. იდეალურია კორიდორისთის, საწყობისთის, დიდი დარბაზისთვის.

მეტილმეთაკრილატის თხევადი იატაკი ყველაზე ყინვაგამძლეა. ის მყისიერად შრება და ძალიან დიდხანს ძლებს.

ცემენტისა და პოლიურეთანის ნაზავის იატაკები კი ძირითადად ისეთ ინტერიერებში გაომოიყენება, სადაც დიდი დატვირთვა მოდის იატაკზე. მისი ბეტონის ბაქტურა ძალიან ტრენდულია დღეს.

თავდაპირველად ასეთ იატაკებს მხოლოდ საწარმოებში იყენებდნენ, თუმცა დღეს ისინი დიზაინის მნიშვნელოვანი ელემენტია. ის არამარტო აბაზანებში და სავარჯიშო დარბაზებში გამოიყენება, არამედ, ჩვეულებრივ საცხოვრებლებშია მოდაში. სამი D დიზაინის საშუელბით თქვენ ნებისმიერ ოთახს ჯადოსნურ ინტერიერად გადააქცევთ!

თხევადი იატაკი თბილია, ჰიგიებური, ადვილად იწმინდება და მისი მოვლა ძალიან ადვილია. 

ასეთი იატაკის დასხმისას ზედაპირი უნდა იყოს იდეალურად მოჭიმული. ასევე ტემპერატურა არ უნდა იყოს +10 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები. სასურველია ორპირი ქარისგან დაცვა. თხევადი იატაკის მოსახერხებლობა იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ის იატაკზე იღვრება, მას არ ჭირდება დამატებითი ძალისხმევა: ის თავისით “იღვრება” და სწორდება. თვალყური ადევნეთ და თუ დაინახავთ ჰაერის პატარა ბუშტუკებს, სპეციალური ხელსაწყოთი მოაშორეთ ისინი. საბოლოო გაშრობამდე გადააფარეთ იატაკს პოლიეთილენი და ძალიან ცოტა ხანში დატკბით რეზულტატით!