რითი ამოვავსოთ ღრიჭოები?

24
ნოე

რითი ამოვავსოთ ღრიჭოები?

აცივდა. სახლში კი ღრიჭოები გვაქვს. ქარი უბერავს და სითბო მიაქვს. რა გავაკეთოთ?

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში გაეცა, როდესაც პოლიურეთანი გამოიგონეს. დიახ, ის რასაც ჩვენ ქაფს ვუწოდებთ იზოლაციისთის შესანიშნავად გამოდგება, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიხმაროთ სწორედ.

პოლიურეთანის ქაფს ტემპერატურის შენარჩუნება შეუძლია, ხმის იზოლაციის ფუნქციები აქვს და პრაქტიკულად უცვეთია. მისი გამოყენება შესაძლებელია არა მარტო ინტერიერში, არამედ საძირკვლებისა და იატაკების დასათბილადაც კი! ამ სამონტაჟო ქაფს კარ-ფანჯრების დაყენებისას იყენებენ. 

პოლიურეთანი ერთმანეთთან მყარად აკავშირებს ისეთ მასალებს როგორიცაა: ბეტონი, „პე ვე ხა“ ის მოქნილი და ელასტიურია, უძლებს რყევებს და არ იბზარება. წყალგამძლეა. არ ლპება და არ ედება სოკო. 

ძალიან ეკონომიურია, ვინაიდან გამოყენებისას მისი მოცულობა იზრდება. 

გამოყენებამდე ზედაპირები უნდა კარგად გაიწმინდოს ცხიმისა და ჭუჭყისგან. დაცული უნდა იყოს ტემპერატურული მოთხოვნები, რომელიც დატანებულია შეფუთვაზე. 

გამოიყენეთ ქაფი 10 სანტიმეტრზე მეტ ღრიჭოებში. უფრო პატარები დაფარეთ შპაკლით.