შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან
02
მარ

შეხვედრა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში, მარიეტ შურმანს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა და უსაფრთხოების საკითხებზე არსებული გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციების განხორციელების 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე.

სოფო ჯაფარიძემ ინფორმაცია მიაწოდა მარიეტ შურმანს სამთავრობო უწყებათა მიერ გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულებაზე, ასევე გააცნო მას გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მიღწევები. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს, როგორც პოლიტიკის განმსაზღვრელი შესაბამისი დოკუმენტების შემუშავებასთან მიმართებით, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში არსებული გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების კუთხით.

მარიეტ შურმანმა ყურადღება გაამახვილა გენდერულ საკითხებში ნატოს პოლიტიკაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მოწინავე ადგილს რეგიონში, უსაფრთხოების სექტორში გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით.