10 შეცდომა, რომელიც შეგიძლია დაუშვა სახლის მშენებლობისას

29
ივნ

10 შეცდომა, რომელიც შეგიძლია დაუშვა სახლის მშენებლობისას

თვითშემოქმედება მშენებლობისას დასჯადია. არა, არავინ არ მოვა და არ შეგაჩვენებს, მაგრამ, საკუთარ თავს ისე დასჯი, რომ დარჩენილ წლებს სინანულში გაატარებ. ან დაანგრევ რაც ააშენე და ხელახლა ააშენებ. თუ ჭკუა ისწავლე ამ დროს, სპეციალისტსაც მოუხმობ.

ან თავიდანვე მიმართავ სპეციალისტებს და სასჯელს აცდები.

ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებმა, შესაძლებელია შენი სახლი ცხოვრებისთის უვარგისად აქციოს. ან, მაინც იცხოვრო, ოღონდ დიდი დისკომფორტით.

ამიტომ, საკუთარ თავზე ექსპერიმენტების ჩატარების მაგივრად, თავიდანვე ჩართეთ მშენებლობის პროცესში სპეციალისტები. ახალბედებს კი გაგიზიარებთ იმ 10 შეცდომას, რომლემიც აუცილებლად ცხოვრებას გაგიმწარებთ.

შეცდომა #1

სველი წერტილების კომუნიკაციებისგან მოშორებით განთავსება

არქიტექტორები სველი წერტილების განლაგების ადგილებს თავიდანვე გეგმავენ.ისინი კომუნიკაციებთან სიახლოვეში უნდა იყოს. ნუ შეუშლით სპეციალისტებს ხელს და მიყევით მათ რჩევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ მილების გრძელ ტრასებს იატაკის ქვეშ და მეტიც, ეს მილები სხვადასხვა დახრის იქნება. შედეგად კი წყლის ჭავლის პრობლემას გაიცნობთ. თუმცა ეს არ არის მთავარი. ასეთი მილები იატაკის მოჭიმულობის სიმაღლეს ზრდის. ეს კი ჭერს გიდაბლებთ. გსურთ ასანთის კოლოფში ცხოვრება? მგონი არა.

შეცდომა #2

ოთახებისა და სამზარეულოს ბუნებრივი განათების არმქონე ოთახებში განთავსება

ჩვენ ყველას სინათლის შუქი გვჭირდება და საქმე მარტო D ვიტამინში როდია. გავა რამოდენიმე დღე და ჩვენ მივხვდებით რომ კითხვა თუ საჭმლის დამზადება მხოლოდ ელექტრონულ შუქზე დამღლელი და შეუძლებელია. უფანჯრო ოთახები გარდერობების, საკუჭნაოების და სველი წერტილებისთის არის მორგებული.

შეცდომა#3

აბაზანიდან და ტუალეტიდან სასტუმრო ოთახში გამოსასვლელი

მართალია ინტერიერების სუპერთანამედროვე დიზაინებში ყველას შეგვიმჩნევია სასტუმრო ოთახში დადგმული აბაზანა და ტუალეტი შუა საძინებელში, თუმცა მსგავსი ექსტრიმის მოყვარულები თუ არ ვართ, უმჯობესია სანკვანძი არ გამოდიოდეს სასადილო და სასტუმრო ოთახებში. ეგებ რომელიმე სტუმარს ხალხმრავალ ფართიზე შეუმჩნევლად განმარტოება სურს?

შეცდომა #4

კერძო სახლში მხოლოდ ერთი შესავლელი

დაგემეთ მინიმუმ 2 შესასვლელი. ერთი იყოს „სასტუმრო“ და მეორე დამხმარე. ასე თქვენ მარტივად შეძლებთ ეზოში ან საკუჭნაოებში ნივთების გატანას, პროდუქტების სამზარეულოში შეტანას, ხოლო სასტუმრო შემოსასვლელი მუდამ დალაგებული და გაპრიალებული გექნებათ. ორზე მეტი შემოსასვლელიც მოსახერხებელია თუ სახლს ცალკე დამხმარე კომუნიკაციები აქვს.

შეცდონა #5

შემოსასვლელი, რომელიც პირდაპირ უერთდება სასტუმრო-სამზარეულოს

ღია სივრცე ძალიან მოდურია, თუმცა ცალკე შემოსასვლელი ზონა, შიდა კარადებითა და ტანსაცმლის საკიდებით გაცილებით მეტად კომფორტული. და იქნებ ისეთი ვინმე გესტუმრათ, ვისი სახლში შემოყვანა საერთოდ არ გსურთ?

შეცდომა#6

სასტუმრო სანკვანძის შემოსასვლელიდან შორს განთავსება

ეცადეთ დამხმარე სანკვანძი შემოსასვლელთან ახლოს განათავსოთ. ასე სტუმრებს, ტუალეტის ძიებაში მთელი სახლის შემოვლა არ მოუწევთ.

შეცდომა #7

 სანკვანძების სიმცირე

იდეალური სიტუაცია თითო საძინებელზე თითო სანკვანძის არსებობაა. თუმცა, თუ ასეთი ფუფუნება არ გაგაჩნიათ სასურველია წყვილს ჰქონდეს საკუთარი სანკვანძი და იქვე ერთი საერთო (აქ არ იგულისხმება სასტუმრო სანკვანძი)

შეცდომა #8

 დამხმარე ბლოკის არ არსებობა

სახლში აუცილებელია გამოყოთ ფართობი საკუჭნაოსთვის. ამავდროულად საკვები პროდუქტების და საწარმოო ნივთების საკუჭნაო უნდა იყოს გამიჯნული.

შეცდომა №9

„გასასვლელი ოთახები“

არ დაგეგმოთ კაბინეტი, საძინებელი და სასტუმრო ოთახი ისე, რომ მათი გავლა იქნება საჭირო სახლის ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილების დროს. ეს ძალიან მოუხერხებელია.

შეცდომა#10

კორიდორების ზომა

და ბოლოს! არ შეიძლება კორიდორის სიგანე 120 სანტიმეტრზე პატარა იყოს. ერთხელაც ავეჯის გატანა ან ახლის შემოტანა რომ დაგჭირდეთ?