ლოპოტა
ლოპოტას კომპლექსის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულებულია
ამ საკითხზე ჩვენ კომპანია Building House-ის გენერალურ დირექტორს, ბატონ ირაკლი ჯინჭარაძეს ვესაუბრეთ
-რას მოიცავდა ლოპოტას პროექტი?
- 2014 წელს ჩვენ სასტუმრო კომპლექსისიD და E კორპუსები, საერთო ფართით 3000 კვ. მ ავაშენეთ. ჩვენი სამუშაო 31 ნომერს, 12 ლუქსს, ,2 საკონფერენციო დარბაზს, გარე პერიმეტრის კეთილმოწყობასა და ღია აუზს მოიცავდა.
2016-2017 წ ჩვენს კომპანიას დახურული საცურაო აუზის აშენება დაგვიკვეთეს. მშენებლობა კომპლექსური იყო და სატრენაჟორო დარბაზის, სილამაზის სალონის, სოლარიუმის, ღია ვერანდაზე განთავსებულ ჯაკუზის, დახურულ აუზში ჯაკუზის, ფინური და თურქული საუნის აშენებას გულისხმობდა. როგორც ხედავთ, ამოცანა საკმაოდ რთული იყო, ვადებიდან გამომდინარე.
-რა ამოცანა იდგა მშენებლების წინაშე?
- მოგეხსენებათ ლოპოტას კომპლექსი, ძალიან პოპულარულია დამსვენებელთა შორის. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გვიწევდა მუშაობა. სასტუმრო კორპუსები სწრაფად იყო ჩასაბარებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში სეზონი ჩავარდებოდა. ჩვენ ნამდვილად არ გვსურდა ეს. ამოცანისთვის თავის გართმევა იმ გამოცდილების დამსახურებაა, რომელიც ჩვენ წლების მანძილზე დაგვიგროვდა.
-რამდენად რთული იყო შესასრულებელი სამუშაო?
- დახურული საცურაო აუზი წარმოადგენს თანამედროვე დიზაინში გადაწყვეტილ რთულ ნაგებობას, რომლის განხორციელებაც ჩვენს ქვეყანაში გარკვეულ სირთულეებთან და რისკებთან იყო დაკავშირებული, ასევე იგი რთული საინჟინრო ნაგებობაცაა თავისი სავენტილაციო, გათბობის და საუნების თანამედროვე სისტემებით. რომ არა ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალიზმი, მსენებლობა რისკის ქვეშ იქნებოდა.
-რა გამოცდილებას მატებს კომპანიას ასეთი პროექტების შესრულება?
-უპირველესად, ნებისმიერი ახალი ამოცანა, და ამ შემთხვევაში დახურული აუზი, ჩვენთის ახალი გამოწვევა იყო, გვმატებს გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს. არქიტექტურა ის სფეროა, სადაც მუდამ სწავლობ ახალს. ის ვითარდება და შენც ვითარდები მასთან ერთად. რა თქმა უნდა თუ დროის მოთხოვნას უწყობ ფეხს. ასევე შემჭირდოვებულ ვადებში პროექტის დასრულება, ზალიან დიდი გამოწვევაა და ესეც საინტერესო გამოცდილების დაგროვების შანსს იძლევა.
-რამდენადაც ვიცით, ეს ლოპოტას პროექტის მეორე ფაზაა. ორი სიტყვით მოგვიყევით პირველი ფაზის შესახებ
პირველი ფაზა სასტუმროების 2 კორპუსსთავისი ინფრასტრუქტურით მოიცავდა.
ამ გადმოსახედიდან რას შეცვლიდით მუსაობის პროცესში?
-სამუშაოს ხარისრინი შესრულების ლომის წილი პროექტირებაზე მოდის, საქართველოში ამ მხრივ რთული ვითარებაა. როდესაც ეს საკითხი დაიხვეწება,სამუსაოს ხარისხიან შესრულებასაც საფრთხე არ დაემუქრება.
რა იყო ყველაზე რთული?
მსგავსი პროექტის განხორციელება. ჩვენ ზალიან კარგი პრაქტიკა გავიარეთ
რით ამაყობთ ამ პროექტში?
ვადებში და ხარისხიანად დასრულებულისამუშაო სიამაყით გვავსებს.
ორიოდე სიტყვით მომავალი გეგმების შესახებ
სიამოვნებით გვსურს შეგატყობინოთ, რომ ჩვენ გერმანული სამშენებლო კომპანიის ოფიციალური პარტნიორები გავხდით. ამ კომპანიას თქვენ შეგიძლიათ ამ მბულზე გაეცნოთ: www.epc.com.ge.ჩვენი მხრიდან კი გეტყვით, რომ ეს არის ინოვატორი კომპანია სამშენებლო ტექნოლოგიების კუთხით. მას გამოარჩევს უზადი გერმანული ხარისხი და ახალი, ევროპული ტექნოლოგიების უმაღლეს დონეზე ფლობა. თუ გავავლებთ მათ შესრულებულ პროექტებს თვალს, ადვილად დავრწმუნდებით ამაში. ამიერიდან მათი ხარისხი, ჩვენი ხარისხია!