ვაშენებთ ბუხარს

19
დეკ

ვაშენებთ ბუხარს

ვაშენებთ ბუხარს!

წინასაახალწლო სამზადისების დროს, განსაკუთრებით გვინდება ხოლმე გვქონდეს ბუხარი. ალბათ იმიტომ, რომ საახალწლო სურათებზე, ყველგან ბუხარი გიზგიზებს და ნაძვის ხეც იქვე, ახლოს იწონებს თავს. ჰოდა, რა ვქნათ, თუ საბუხრე კომუნიკაცია ჩვენს ბინაში არ ხერხდება ან საერთოდაც ეს ძვირი სიამოვნება ჩვენი ბიუჯეტისთის ჯერ-ჯერობით შეუძლებელი თემაა?

გული არ დავიწყვიტოთ! არსებობს ხელმისაწვდომი ალტერნატივა, რომელიც ჩვენს ბინას სიმყუდროვეს შემატებს და ბუხრის ჟინსაც დაგვიკმაყოფილებს, მითუფრო, რომ ბუხრის თავდაპირველი- გამათბობლის ფუნქცია საერთოდ აღარ არის აქტუალური. 

საუბარი ფსევდობუხარზეა, რომელსაც ნამდვილი ბუხრისგან ვერავინ გაარჩევს, ხოლო იმ განწყობას, რომელიც ბუხრიან ოთახს აქვს, სრულად შექმნის. 

ყველაზე გავცელებეული და მარტივი ფსევდობუხარი - ელექტრობუხარია. დიზაინში არ ხართ შეზღუდული და მხოლოდ თქვენს ან დიზაინერის გემოვნებაზეა დამოკიდებული ტრადიციული გარეგნობა ექნება მას, თუ მოდერნისტული.

ფსევდობუხარის სამ ვარიანტს განიხილავენ:

ე.წ. „ტრადიციული“ ბუხარი, რომელიც ნამდვილი ბუხრის იდენტურად გამოიყურება. ცეცხლის ადგილად ბიობუხრის საწვავი შეგიძლიათ მოათავსოთ, რომელიც ნამდვილი ცეცხლის იმიტაციას მოახდენს. 

ბუხრის იმიტაციები, რომლებიც დეკორატიულ ელემენტს წარმოადგენს და კედელზეა მიდგმული. ცეცხლის ადგილზე შეგიძლიათ ბევრი დეკორატიული სანთელი დადგათ და საოცარი სიმყუდროვე შმატოთ ამით ოთახს.

სიმბოლური ბუხრები, მხოლოდ დეკორატიული ელემენტია. ის შეიძლება სამგანზომილებიანი ნახატიც კი იყოს და ეს მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს: სიმყუდროვესა და ბუხრიანი ოთახის განწყობას, რომელიც ასეთი აქტუალურია წინასაახალწლოდ!