სახურავი

01
აგვ

სახურავი

დაივიწყეთ დაქცეული ჭერი!

ვაშენებთ მყარ გადახურვას

წლიდან წლამდე, გვიმყარდება აზრი, რომ ქალაქში ცხოვრებას, შემოგარენ აგარაკებზე გადაბარგება სჯობს. სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური, აგარაკზე ცხოვრებისკენ გვიბიძგებს. თუ სახლი მხოლოდ საზაფხულო კოტეჯი არაა და ყველა საჭირო კომუნიკაციით არის აღჭურვილი, მითუფრო. თუ არადა აგარაკის საცხოვრებელ სახლად გადაკეთბას, ან ახლის აშენებას მარტივად შეძლებთ, თუ დაუკვეთავთ აქ და ახლა: http://offer.buildinghouse.ge/

რას უნდა მივაქციოთ ყურადღბა უპირველეს ყოვლისა? რა თქმა უნდა სახურავს! ჭერი რომ არ დაგვექცეს, და ტაშტებით არ ვირბინოთ, ეს საკითხი საფუძვლიან მიდგომას საჭიროებს. უპირველესად უნდა ვიცოდეთ რომ სახურავი კარკასისა და გადახურვისგან შედგება. კარკასი იღებს საკუთარ თავზე ყველა მძიმე დარტყმას, ქარი იქნება ეგ, ძლიერი წვიმა თუ თოვლი. ამასთან კარკასი და გადახურვა ერთიანობას უნდა წაროადგენდეს. გადახურვის მასალა უნდა იყოს ხმაურგაუმტარი და წყალგამძლე. ასევე ადვილად ექვემდებარებოდეს შეკეთბას, გამოირჩეოდეს ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადით. 

კარკასი ხშირად ხისგან მზადდება. ხე უნდა იყოს საუკეთესოდ გამომშრალი და მსუბუქი, ძალიან მყარი ჯიშის. კარკასის ფორმები სხვადასხვაა: ერთქანობა ( სახურავი ცალ მხარეზე დაქანებით), დახრის კუთხე 14-დან 26 გრადუსამდე უნდა მერყეობდეს; ორქანობა (სამკუთხა გადახურვა) 14-დან 60 გრადუსამდე დახრის კუთხით; ოთხქანობა (დახრის კუთხეები 20-60 გრადუსი); მანსარდული გადახურვა. 

ის თუ რა ტემპერატურა გექნებათ სახლში, დაგცხებათ თუ შეგცივდებათ, დამოკიდებულია საიზოლაციო მასალის ხარისხზე. თუ იზოლაცია არასწორედაა დაგებული, მასალა კი უხარისხოა, თქვენ ზამთარში სითბოს დაკარგავთ, სამფხულში კი სიცხე დაგტანჯავთ. 

დაბოლოს, ძალიან დაკვირვებით და სპეციალისტთა რჩევების გათვალისწინებით აირჩიეთ გადახურვის მასალა. აქ გასათვალისწინებელია ყველაფერი: კლიმატი, ტემპერატურების ცვლა, ტენიანობა, ნალექების რაოდენობა, დიზაინი. დღეს გადახურვის მასალათა ძალიან დიდი არჩვანია. შესაძლებელია ჩვენ მოგვწონდეს კრამიტი, მაგრამ სპეციალისტები გვირჩევდნენ თუნუქს ან პირიქით. დავუჯეროთ მათ. 

და ასევე, სახურავი აუცილებლად ჩამოგვექცევა, თუ ჩვენ თუნდაც ძალიან ძვირი მასალები შევარჩიეთ, მაგრამ სპეციალისტების რჩევები არ გავითვალისწინეთ!

მაღალი დონის პროფესიონალებს კი აუცილებლად მოძებნით ჩვენს საიტზე !!