ბარი სახლში

13
სექ

ბარი სახლში

მიდიხარ ბართან, დგები, უკვეთავ ლონგაილენდს და... გახსენდება რომ სახლში ხარ. ჰო, ბარის მაგიდების მოწყობა სამზარეულოში ახლა ტრენდის მწვერვალზეა. ის ცვლის მაგიდებს, სამზარეულოსა და სასტუმრო ზონების გამყოფად მუშაობს და ზოგადად სახლს პეწსა და სტილს მატებს. მაგიდის ქვედა ზონებში დამატებითი სათავსოების მოწყობაა შესაძლებელი, ზემოდან ჭიქების სამაგრების დაკიდება კი სამზარეულოს ბარს ბოლომდე დაამსგავსებს. ამ ჩანაფიქრს მაღალფეხებიანი ბარის სკამები დაასრულებს. და საღამოობით არსად წასვლა აღარ დაგჭირდება.

რა მასალები უნდა გამოვიყენოთ ბარის მაგიდის მოწყობისას? აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ ბარის ზედაპირს. უნდა გავითვალისწინოთ ზემოქმედების ფაქტორები: დავჭრით ზემოდან პროდუქტებს? თუ მხოლოდ ყავის სასმელად გამოვიყენებთ?  მასალა შეიძლება იყოს იაფიანი, თუმცა ექსპლუატაციის შეზღუდული ვადით და ძვირიანი, როგორიც არის მარმარილო ან გრანიტი. სამაგიეროდ ის ძალიან დიდ ხანს მოგემსახურებათ. ასევე შესაძლებელია ზედაპირის ქვისგან ან შუშისგან გაკეთბა.

თუ ფანტაზიას გასაქანს მივცემთ, შეგვიძლია ბარის მაგიდაში აკვარიუმი მოვაწყოთ, ან რამე სუპერთანამედროვე დიზაინი შევქმნათ, თუნდაც მანქანის საბურავებისგან, მთავარია ის ადვილად უნდა იწმინდებოდეს. საქმე ხომ სამზარეულოს ეხება. 

ნატურალური ქვა ძალიან გამძლეა, ხელოვნური კვარციც კარგად შეასრულებს ზედაპირის ფუნქციას. ის გრანიტს გამძლეობაში ორჯერ აღმატება. ძალიან ძნელია მასზე ნაკაწრების დატოვება. 

ზედაპირის კლასიკური ვარიანტი ხის და მეტალის კომბინაციაა. მეტალი მინიმალისტურ დიზაინში იდელურად ჯდება. 

ქვასთან მოდურად ჟღერს მინა. მინა ისე უნდა იყოს დამუშავებული, რომ ადვილად არ ტყდებოდეს. 

ნებისმიერ შემთხვევაში ბარის მაგიდიანი სახლი სულ სხვა იერს იღებს.